|
2021-03-04 11:05:38, 713 ნახვა
ეკონომიკა
IFAD - ის პროგრამა „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა (AMMAR)“ დასრულდა
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამა „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა (AMMAR)“ დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. „მადლობას ვუხდი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და საქართველოში განხორციელებული პროექტებისათვის. AMMAR-ის პროგრამა რიგით მეხუთეა. ფონდის მიერ, ჯამში, 65 მლნ-ზე მეტია მოზიდული და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩადებული”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. პროგრამის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მოქნილობა“ განხორციელება 2016 წელს დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დასრულდა. პროგრამის ირიგაციისა და ინფრასტრუქტურის კომპონენტის ფარგლებში, სარეაბილიტაცია სამუშოები ჩატარდა 8 სარწყავ სისტემაზე; შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 6486 ჰა-ზე, სარგებელი მიიღო 4500-მდე ოჯახმა. ცხრა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ჩატარდა სამშენებლო სამუშაოები. გაუმჯობესდა/აშენდა სოფლის გზები და ხიდები. განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობს 3000-მდე ოჯახი. ლანდშაფტის აღდგენის კომპონენტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში მოეწყო მდინარის ორი ნაპირსამაგრი, რაც დატბორვისგან იცავს 320 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას. გაშენდა 26 კმ ქარსაფარი ზოლი შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში, შედეგად, ქარისმიერი ეროზიისგან დაცული იქნება 1410 ჰა მიწა. საგრანტო კომპონენტის მიმართულებით, პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით გაიცა 591 გრანტი, 13 გრანტი - გადამმუშავებელი საწარმოებისთვის. „ახალგაზრდა მეწარმის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 241 ახალგაზრდა. სადემონსტრაციო ნაკვეთები და სწავლების კომპონენტის ფარგლებში, მოეწყო 17 სადემონსტრაციო ნაკვეთი. თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარა 2470 პირმა. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა კლიმატის ცვლილების ეროვნული ადაპტაციის გეგმა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება და ნიადაგის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)