19:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 13:42:51, 704 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირმა და FAO-მ 3 მილიონი ლარის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს

2020 წელს, ევროკავშირმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 84 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს, რომელთა საერთო ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს. საგრანტო კონკურსი COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოს მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, პროდუქტიულობის ამაღლებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სურსათის მდგრადი წარმოების მხარდაჭერას.

საგრანტო თანადაფინანსება ისეთი კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად გაიცა, როგორიცაა ნიადაგის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, მეცხოველეების ფერმებისთვის განკუთვნილი დანადგარების, რძის პროდუქტებისა და ბოსტნეულის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვა-დამონტაჟება და ა.შ. ამავდროულად, კლიმატგონივრული და ხარჯის დამზოგავი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვის მიზნით, FAO-მ და ევროკავშირმა წვლილი შეიტანეს ისეთი თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო გადაწყვეტილებების შესყიდვა-გავრცელებაში, როგორიცაა წვეთოვანი სარწყავი სისტემები.

უკვე გაცემული სამი მილიონის გარდა, დეკემბერის თვეში კიდევ 18 ბენეფიციარს დაუმტკიცდა 2,6 მილიონი ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება, რომელთა გაცემა ამჟამად მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics