14:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 11:11:04, 863 ნახვა

მსოფლიო
„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთზე მომუშავე ჰაკერებმა სავარაუდოდ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტიდან ინფორმაცია მოიპარეს

ჰაკერებმა, რომლებიც რუსეთზე მუშაობდნენ, აშშ-ის სახაზინო და კომერციული დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტიდან ინფორმაცია მოიპარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჰაკერული თავდასხმა იმდენად სერიოზული იყო, რომ 12 დეკემბერს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვიეს.

აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს და ფედერალურ ბიუროს გამოძიების ჩატარება სთხოვა.

როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ ულიოტმა აღნიშნა, „ყველა საჭირო ნაბიჯს დგამენ ამ შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო საკითხის გამოსავლენად და გამოსასწორებლად“.

ამერიკის მთავრობას ოფიციალურად ჯერ არ დაუდგენია ვინ დგას ჰაკერების უკან, თუმცა გამოძიება ეჭვობს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებები აშშ-ის მედიის მხრიდან, მორიგ უსაფუძვლო მცდელობად შეაფასა, რომელიც ცდილობს, კიბერშეტავაში რუსეთი დაადანაშაულოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics