12:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 10:52:05, 1150 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 304 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთში 304 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გაიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფარგლებში ჩატარებულ ოპერაციას.

თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირი, ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. თავად გიულენი პუტჩის მცდელობაში მონაწილეობას უარყოფს.

ცნობისთვის, 2016 წელს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 250 ადამიანი დაიღუპა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ პოლიციამ 80 ათასი ადამიანი დააკავა, ხოლო 150 ათასი საჯარო პირი სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ამასთან, თურქეთის სამხედრო სამსახურიდან 20 ათასზე მეტი ადამიანი გააძევეს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics