12:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-06 14:17:48, 1293 ნახვა

მსოფლიო
არგენტინის სახელმწიფომ პანდემიასთან საბრძოლველად საკუთარ ქვეყანაში მცხოვრებ მდიდარ ადამიანებს გადასახადი დაუწესა

არგენტინის სახელმწიფომ პანდემიასთან საბრძოლველად საკუთარ ქვეყანაში მცხოვრებ მდიდარ ადამიანებს გადასახადი დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სენატორებმა გადაწყვეტილება ერთჯერადი „მილიონერის გადასახადთან“ დაკავშირებით 42 ხმით,  26-ის წინააღმდეგ მიიღეს.

გადასახადი შეეხება მათ, ვისაც 200 მილიონ პესოზე მეტი ღირებულების ქონება აქვს ($ 2.5 მილიონი; 1.8 მილიონი ფუნტი) , ასეთი არგენტინაში დაახლოებით 12,000 ადამიანია.

არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 1.5 მილიონი ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული და აქედან 40 000 ადამიანი გარდაიცვალა.

დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო მეტად შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკა, აიწია უმუშევრობის და სიღარიბის დონემ.

 არგენტინის სახელმწიფო  მასობრივ დავალიანებას ებრძვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics