13:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 10:21:50, 682 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, სასტუმრო „სვიანა“ ოფიციალურად გაიხსნა.

18 ნომრიანი სასტუმროში, რომელიც კახეთში, სოფელ ლეჩურში მდებარეობს,  ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრები ღია აუზით სარგებლობასაც შეძლებენ.

პროექტის ფარგლებში, დასაქმდა 23 ადამიანი. სასტუმრო „სვიანა"-ს დამფუძნებლი სასტუმროს გაფართოებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

"დღეს სააგენტოს მხარდაჭერით კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა, რომელიც საწყის ეტაპზე 18 ოთახით უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორიო დამსვენებლებს," - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, „სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში, 132-ზე მეტ სასტუმროს დავუჭირეთ მხარი. პროექტების ინვესტიციის ჯამური მოცულობა ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს, ხოლო აღნიშნული პროექტები 3 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან."

აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 4 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics