2026-06-18 19:46:49, 285 ნახვა
პოლიტიკა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ზღვიდან ამოყვანის შემდეგ, ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 21 წლის ბიჭია.
გადარჩენილი სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაცით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,