|
2020-11-22 09:58:59, 57063 ნახვა
თბილისში ყველა უბანი დათვლილია - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა ოლქში იმარჯვებენ
თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა ოლქში იმარჯვებენ. მთაწმინდა, კრწანისი – ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) 91.57% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) 8.43%; ვაკე – ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 93.72% და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) 6.28%; საბურთალო – დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) 89.92% და ალექსანდრე ელისაშვილი („მოქალაქეები“) 10.08%; ისანი – კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) 92.15% და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.85%; სამგორი – სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 88.68% და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.32%; დიდუბე, ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 89.95% და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) 10.05%; ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 91.4% და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 8.6%; გლდანი – ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 89.36% და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.64%; ცნობისთვის საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვს დასათვლელია მხოლოდ ერთი მაჟორიტარული ოლქი.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)