17:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 16:42:33, 2724 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - მიხეილ სააკაშვილისთვის მადლობა არ გადამიხდია, ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბება ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო

„მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია, კარგად ვიცი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბება შევარდნაძის მთავრობის დროს დაიწყო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა ლუგარის ცენტრის მშენებლობისთვის, სიცრუეა.

„მე მსგავსი განცხადება არ გამიკეტებია, ვინ სად რა ლენტი გაჭრა, კარგად ვიცი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების, ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს, პირველ ხელშეკრულებაზე არის შევარდნაძის და კლინტონის ხელმოწერა, ეს მოხდა 2002 წელს და შემდგომ, რა თქმა უნდა, იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს პროექტის გაგრძელებში მონაწილეობა. ბენდუქიძეს აქვს დიდი წვლილი, მისი მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics