|
2020-03-06 12:37:41, 2014 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე „საპარტნიორო ფონდზე“ - ვიდრე არ გაემიჯნება ყოველწლიურად ზარალიანი დაწესებულებები, მისთვის რეიტინგის მინიჭება შეუძლებელია
„ საპარტნიორო ფონდისთვის“ რეიტინგის მინიჭება შეუძლებელია, თუკი მისგან არ გაემიჯნა ის დაწესებულებები, რომლებიც ყოველწლიურად ზარალიანები არიან. ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ორგანიზაცია არის სახელმწიფო დაწესებულებების ფორმალურად გაერთიანებული კონგლომერატი. „ „საპარტნიორო ფონდი“ როგორც ასეთი, რეალურად არ არსებობს. ეს ორგანიზაცია არის სახელმწიფო დაწესებულებების ფორმალურად გაერთიანებული კონგლომერატი, რომლისთვისაც რეიტინგის მინიჭება შეუძლებელია, თუკი მისგან არ გაემიჯნა ის დაწესებულებები, რომლებიც ყოველწლიურად ზარალიანები არიან. შემდეგ უკვე გამოჩნდება სად არის უშუალოდ ფონდის ხარვეზები და სად არის რკინიგზის, გაზის თუ სხვა სექტორის დანაშაული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, Fitch-ის გადაწყვეტილებით, „საპარტნიორო ფონდს“ რეიტინგს აღარ მიანიჭებს, რადგან ორგანიზაციის მხრიდან არასაკმარისი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)