01:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 15:17:11, 1626 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა თავისი რაღაცა ბრიყვული გათვლით, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან

„უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა საკუთარი ამ რაღაცა ბრიიყვული გათვლის გამო, რომ ასე შენარჩუნდეს ხელისუფლება, შარში გვეხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია გამოეხმაურა კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, რომელიც „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გაახმოვანა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებს არჩევნებთან დაკავშირებით და მოლაპარაკებები არ შედგება, აშშ მოულოდნელ გადაწვეტილებას მიიღებს.

„ასეთი რეაქცია გამოიწვია იმან, როგორც მოიქცნენ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური მასხარები ამ მდგომარეობაში. როცა პარტნიორს ბევრჯერ გადაადგებ ასე უტიფრად და მერე ისმის განცხადებები რა მნიშვნელობა აქვს იქ რაღაცა თქვა ორმა კონგრესმენმა. ბუნებრივია პრაგმატულად ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ინტერესი, რომ მის სიტვას ჰქონდეს ფასი. ეს ადამიანები, უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა საკუთარი ამ რაღაცა ბრიიყვული გათვლის გამო, რომ ასე შენარჩუნდეს ხელისუფლება, შარში გვეხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ივანისვილმა შეიყვანა და ახლა მე კინზინგერის მაგივრად ვერ ვიტყვი, როგორი იქნება ეს სიურპრიზი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics