02:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 18:43:57, 2694 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე ვოლსკის განცხადებაზე - ეს არის იმის ირიბი დადასტურება, რომ ხელისუფლება დაკავებულია ამგვარი ძალადობით

„ბატონი ვოლსკის ასეთი განცხადება არის სწორედ იმის ირიბი დადასტურება და მტკიცებულება, რომ ხელისუფლება არის დაკავებული ამგვარი ძალადობით“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, პარლამენტის პირველი სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებას ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე.

მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობის გზით ცდილობს იმ ადამიანების გზიდან ჩამოშორებას, რომლებიც წარსულში უქმნიდნენ, ახლა უქმნიან ან მომავალში შეუქმნის პრობლემებს.

„ბატონი ვოლსკის ასეთი განცხადება არის სწორედ იმის ირიბი დადასტურება და მტკიცებულება, რომ ხელისუფლება არის დაკავებული ამგვარი ძალადობით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წარსულში უქმნიდნენ პრობლემებს ან ახლა უქმნიან, ან კიდევ მომავალში შეუქმნიან პრობლემას. ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები, აქტივისტები და სხვა დააშინოს ძალადობით. იგივე მოხდა გიგი უგალავას შემთხვევაში, იგივე მოხდა ბევრი სხვა აქტივისტისა და პოლიტიკოსის  შემთხვევაში. ამისივე გაგრძელება არის კონკრეტულად კუპრავას შემთხვევა. პოლიტიკური ლიდერები ნაცვლად იმისა, რომ ამას გმობდნენ და ორიენტირებულები იყვნენ დამნაშავეების გამოვლენაზე, მსხვერპლს აბრალებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკური დივიდენდები ჩაიწერა მსხვერპლმა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენბთ, რომ პარლამენტის პირველმა სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „თუ დღეს ვინმეს აწყობდა ასეთი განცხადებები და გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას გალახვა, ესაა ის პარტია, რომელსაც წამროადგენს ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics