21:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 17:24:45, 2798 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის, როუან კემპბელის მოპარული ველოსიპედი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 25 იანვარს პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დროებით მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, როუან კემპბელს საკუთარი ველოსიპედი მოჰპარეს, რომელიც სახლთან ჰქონდა გაჩერებული. მეპატრონის განცხადებით, ველოსიპედზე დამაგრებული იყო ჩაფხუტი და 2 ჩანთა.

"შეტყობინების მიღებისთანავე, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის ღონისძიებებს.

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლია და სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics