20:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-04 18:31:30, 300 ნახვა

პოლიტიკა
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, - ინფორმაციას ვენაში, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party-ის კონგრესზე მყოფი პარტია „დროა“ ავრცელებს.

რეზოლუციაში - „ავტორიტარული ტყვეობისა და რუსეთის მოკავშირეობის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლის მხარდაჭერა“, ALDE აღნიშნავს, რომ მაშინ როდესაც ფართო რეგიონი მზარდად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან, ივანიშვილის რეჟიმმა გადააქცია მისი მმართველობა რუსეთის უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად აღმოსავლეთ ევროპაში, განგებ წყვეტს რა კავშირებს დემოკრატიულ სამყაროსთან და ანგრევს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს.

ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ სიმამაცეს, სიმტკიცესა და ურყევ ერთგულებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ამასთან ALDE გამოხატავს შეშფოთებას:

დემოკრატიის გაუარესებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევასთან დაკავშირებით; უკანასკნელ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია პროტესტის მონაწილეების, სტუდენტებისა და სამედიცინო პროფესიონალების მიმართ, რომელთა შორის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილია;

გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურების უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომელთა შორის არიან ALDE-სთან დაკავშირებული პარტიების წევრები, როგორებიც არიან ელენე ხოშტარია, ვისი სწრაფად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას და სტრატეგია აღმაშენებლის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე;

საქართველოში ALDE-სთან ასოცირებული პარტიების ყველა ლიდერის სისტემატურად მიზანში ამოღებასთან დაკავშირებით, რომლებიც ან უსამართლოდ არიან დაპატიმრებულები, ან მომდევნო თვეებში პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის ბრალდებებს წაუყენებენ.

ALDE მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს:

მიიღონ გადამწყვეტი ზომები და ჩამოაყალიბონ ძალიან ცხადი, უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ.

დააწესონ დაუყოვნებლივი მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური რეპრესიების ორკესტრირებაზე პასუხისმგებელ ინდივიდებზე.

აამოქმედონ მკაცრი ფინანსური სანქციები რეჟიმის ხელშემწყობები პირების მიმართ, ასევე მისი დამფინანსებელი და მხარდამჭერი ქსელების მიმართ;

მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ელენე ხოშტარიასთვის ადეკვატური, სისტემური და შედეგებზე ორიენტირებული სამედიცინო მკურნალობა და უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

გამოიყენონ ყველა არსებული დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტი, რათა აქტიური სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

მკაფიოდ გამიჯნონ რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმის ნებისმიერი საყოველთაო შეჩერების წინააღმდეგობით და რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზანმიმართულ სანქციებზე ფოკუსირებით.

ALDE გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ანექსიას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიერთების მცდელობებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics