18:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-28 15:06:30, 1836 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი - კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი მისაღებია, თუ გასცდა კანონის ფარგლებს, ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი მისაღებია.

თუმცა მისივე თქმით, თუ ეს პროტესტი გასცდება კანონს, ჩამდენმა უნდა აგოს სათანადო პასუხი.

„ცივილური ფორმით, კანონის ფარგლებში გამოხატული პროტესტი, აზრი მისაღებია. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი. კანონის ფარგლებში ყველაფერი მისაღებია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გასცდება კანონის ფარგლებს, ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რა კანონდარღვევა შეიძლება, ჩაიდინოს ვინმემ, შესაბამისი ადეკვატური პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 4 თებერვლიდან პროტესტის განახლებასა და აქციების დაწყებას აანონსებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics