|
2020-01-23 17:10:53, 1510 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე - კონგრესმენების წერილი შესაძლოა საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლის საფუძველი გახდეს
„ამერიკელი კონგრესმენების წერილი შესაძლოა საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლის საფუძველი გახდეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წერილის უგულებელყოფით ცდილობს ქვეყანა საკუთარ პარტიულ ინტერესს გადააყოლოს. „კონგრესის ქვედა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ორი თანათავმჯდომარის წერილი რეალურად შეიძლება გახდეს ის საფუძველი, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლამდე და როდესაც საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ წერილის უგულებელყოფას და უბრალო არითმეტიკამდე დაყვანას, რომ რას ნიშნავს, ან რას ცვლის 4 კონგრესმენის აზრი, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, საკუთარი სკამებისთვის მთელი საქართველო გადაიყოლოს იმ უფსკრულში, რომელშიც ის, როგორც პარტია, უკვე დიდი ხანია მიექანება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა, გერი კონოლმა, მაიკლ მაკკოლიმ და ელიოტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც კონგრესმენები საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)