21:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 15:51:26, 1568 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი კონგრესმენების წერილზე: ასეთი მძაფრი გზავნილები უბრალოდ არ მახსოვს

„ასეთი მძაფრი გზავნილები მე უბრალოდ არ მახსოვს“, - ასე ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას.

მარგველაშვილის თქმით, აუცილებელია ყველა იმ ძალის კონსოლიდირება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს მომავალი რუსეთში არ არის.

„ძალიან ნათელია ამ გზავნილების სიმძაფრე. ასეთი მძაფრი გზავნილები მე უბრალოდ არ მახსოვს. არ მახსოვს, რადგან როდესაც მოდიოდა კრიტიკა დასავლეთიდან, ნებისმიერი ხელისუფლების დროს იქ ისხდნენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ესმოდათ რა სიმძიმისაა შენი პარტნიორისგან ასეთი რთული შეფასება. აუცილებელია კონსოლიდირება ყველა იმ ძალის, რომლებსაც მიაჩნიათ რომ საქართველოს მომავალი არ არის რუსეთში, არ არის ავტორიტარიზმში და არ არის წარსულში დაბრუნებაში. კონსოლიდირება, ძალიან აქტიური მუშაობა და გადარჩენაა საქართველოს პროდასავლური დემოკრატიული არჩევანი. ჩვენ არ ვიწამეთ და არ მივეცით მთელი ჩვენი ახალგაზრდობა და რთული 30 წელი არ გაგვივლია იმისთვის, რომ უცებ ყველაფერზე უარი ვთქვათ და ჩავბარდეთ უკან რუსულ ორბიტას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა,  გერი კონოლმა, მაიკლ მაკკოლიმ და ელიოტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც კონგრესმენები საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics