19:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 09:57:10, 2365 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - მისასალმებელია, რომ საქართველოში ბიზნესი ცდილობს, საკუთარ საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები აქტიურად დანერგოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „მელიორა 2019" - ის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი „კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ბაზარზე" კომპანია „უნივერს ბიზნეს გრუპის" გენერალურ დირექტორს რომან ბადალიანს გადასცა. პრიზი კომპანიამ უფასო ტრენინგებისა და კონსულტაციების გაწევისთვის მიიღო.

დაჯილდოება სასტუმრო „ბილტმორში" ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში გაიმართა.

მოკლე მისალმებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტს თანამედროვე ბიზნეს-პროცესებში. „ჩვენ არჩევანი ევროპულ ფასეულობებზე გავაკეთეთ, რაც, თავის მხრივ, ასევე ნიშნავს ბიზნეს ურთიერთობებში თანამედროვე დასავლური სტანდარტების დამკვიდრებას, მათ შორის, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ წელს „მელიორას" კონკურსში გაცილებით მეტი პროექტი მონაწილეობდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის იდეა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მისასალმებელია, რომ კომპანიები ცდილობენ, საკუთარ საქმიანობაში აღნიშნული პრინციპები აქტიურად დანერგონ," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

"მელიორას" დაჯილდოება წელს მეორედ ჩატარდა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც იყვნენ, გამარჯვებულები და რჩეული კომპანიები 10 კატეგორიაში გამოავლინა. მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა „მწვანე ინიციატივა", „საზოგადოების მხარდაჭერა", „პასუხისმგებელი დამსაქმებელი", სექტორთა პასუხისმგებლობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა", „ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა", „წლის პასუხისმგებელი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი" და სხვ.

დაჯილდოებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და ბიზნეს წრეების, აგრეთვე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics