|
2019-12-09 16:26:51, 1510 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია
ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას. მისი თქმით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ნარჩუნდება მშპ-ს 2,5-2,7 პროცენტის ფარგლებში. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ეფუძნება ფისკალური წესების განახლებულ ჩარჩოს, რომელიც მომზადდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად. „2019 წელს, განახლებული წესების მიხედვით, უცვლელი დარჩა, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მთავრობის ვალის 60%-იანი და ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი ზღვარი. ამ პარამეტრების ფარგლებში, მთლიანად მოექცა როგორც ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ოპერაციები, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო დეფიციტები და ვალდებულებები. ასევე, მთავრობის ვალის განსაზღვრაში მოექცა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში არსებული ვალდებულებებიც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან, მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საწარმოების კლასიფიკაციაზე, რომლის შემდგომაც საწარმოები დაიყოფა 2 კატეგორიად: სახელმწიფო კორპორაციებად, ანუ კომერციულად მომგებიან საწარმოებად, რომლებიც არც პირდაპირ და არც ირიბად დაკავშირებული არ არიან ბიუჯეტთან, და სამთავრობო საწარმოებად, რომელთა ფუნქციონირება გარკვეულწილად დაკავშირებულია ცენტრალურ ან მუნიციპალურ ბიუჯეტებთან. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი საწარმოების საბიუჯეტო ოპერაციები შემდგომში აისახება როგორც მთავრობის ვალის, ისე ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრებში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)