|
2019-12-06 11:49:10, 2943 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი სახელმწიფო ენერგოკომპანიები 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფო წილობრივი ენერგეტიკული კომპანიების - „სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „საქრუსენერგოს" წლიური ანგარიშები მოისმინა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შემაჯამებელი ანგარიში კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა წარადგინა. კომპანიის მმართველმა მიმოიხილა 2019 წლის განმავლობაში, შიდა ქსელის გაძლიერებასთან და გენერაციის ახალი წყაროების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რამაც საქართველოს ენერგოქსელი კიდევ უფრო საიმედო და სტაბილური გახადა. უჩა უჩანეიშვილმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით თუ საკუთრივ სსე-ის პირადი რესურსით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დასრულების შემდეგ, საქართველო შეძლებს შიდა ენერგეტიკული რესურსით უპასუხოს იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რასაც გაზრდილი ელექტროენერგიის მაჩვენებელი იწვევს. კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა, რათა შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ რესურსზე და შესაძლებელი გახდეს საქართველოში წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა. ასევე აღინიშნა, რომ კომპანია 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს. ანალოგიური შედეგი აქვს კიდევ ერთ მსხვილ სახელმწიფო ენერგოკომპანიას „საქრუსენერგოს", რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის, საქართველოს ენერგოსისტემის დამაკავშირებელ ხაზებს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. „საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის ბაჩანა სულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2018 – 2019 წლებში კომპანიის ელექტრო-გადამცემი ინფრასტრუქტურა გამართულად ფუნქციონირებდა, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში სისტემის საავარიო გამორთვას ადგილი არ ჰქონია. ბაჩანა სულაძის განცხადებით, კომპანიას ფინანსური მაჩვენებლები საშუალებას აძლევს, განახორციელოს პროექტები საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმიდან, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობისთვის, ასევე კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის. „ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობა საქართველოს უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, აუცილებელია აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელება იმ რეალობის გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყანას აუცილებლად ექნება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტები აშენდება, ჩვენი ენერგოსისტემა კი უფრო მეტად ჩაერთვება ევროპის ენერგეტიკულ ქსელში. ამიტომ, ძალიან საგულისხმოა იმის აღნიშვნა, რომ ორივე კომპანია - „სახელმწიფო ელექტროსისტემა" და „საქრუსენერგო" დღეს ფინანსურად მდგრადი სტრუქტურებია. ორივე კომპანიამ 2019 წელი საოპერაციო მოგებით დაასრულა, რაც კარგი მაგალითია სხვა სახელმწიფო კომპანიებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრეზენტაციების დასრულების შემდეგ. სამინისტროს ხელმძღვანელობა ანალოგიურად გეგმავს მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პროფილური სახელმწიფო კომპანიების წლიური ანგარიშების მოსმენას.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)