|
2019-12-04 12:42:22, 2251 ნახვა
სამართალი
პროკურორი - ბუდაღაშვილის განცხადებაზე, რომ მელიას, ოქრუაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ ჩვენებას სთხოვდნენ, გამოძიება დაიწყო
„ბრალდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მას პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, გამოძიება დაიწყო“, - ამის შესახებ 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, ზურაბ ბუდაღაშვილთან გამომძიებლები იყვნენ შესულები, თუმცა, მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რადგან სურდა ამ პროცესს მისი ადვოკატი დასწრებოდა. „აღნიშნულზე დაწყებულია გამოძიება და ბრალდებულთან ციხეზე იყო გამომძიებელი მისი დაკითხვის მიზნით, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რადგან სურდა დაკითხვას დასწრებოდა მისი ადვოკატი“, – ამბობს ვაჟა თოდუა. შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამართულ ბოლო სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ მასზე უცნობი პირების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, რომლის მიზეზადაც მან ოპოზიციის ლიდერების, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა დაასახელა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)