|
2019-11-25 15:33:56, 2212 ნახვა
სამართალი
პოლიციამ „ევროპული საქართველოს“ 2 წევრი დააკავა, რომლებსაც რუსთაველზე აქციისთვის საჭირო ინვენტარი მიჰქონდათ
სამართალდამცველებმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პარტიის მძღოლი ბესო შავაძე და რეგიონული სამსახურის უფროსი კობა ზაქარეიშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ავტომობილით რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადადგილდებოდნენ და საღამოს დაანონსებული აქციისთვის საჭირო ინვენტარი მიჰქონდათ. დაკავებულები შსს-ს შენობაში არიან გადაყვანილი, ავტომობილი კი, საჯარიმო ავტოსადგომზე. პარტიაში მათი წარმომადგენლების დაკავებას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ შავაძის და ზაქარეიშვილის დაკავების მიზეზი რუსთაველის გამზირზე შეშის და ინვენტარის მიტანა გახდა. რაც შეეხება უწყების პოზიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ 2 პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სამინისტროში ასევე განმარტეს, რომ ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანა მძღოლის დაკავების გამო მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)