08:14 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 20:22:07, 2294 ნახვა

სამართალი
„იმედის“ გადამღებ ჯგუფს ეკლესიიდან განკვეთილი ბერის, ნიკოლოზის მიმდევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის წევრები დაშავდნენ.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანიის თანამშრომლებს ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები  დაუპირისპირდნენ.

ინციდენტის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის წევრები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,  - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics