|
2019-11-19 17:21:07, 2168 ნახვა
ეკონომიკა
ანკარაში შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა
19 ნოემბერს, ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი გონჩა ილმაზ ბათური ხელმძღვანელობდა შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ. კომიტეტის ფარგლებში განხილულ იქნა, როგორც მხარეთა შორის დღის წესრიგით არსებული საკითხები, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანმა პირებმა ხელი მოაწერეს, რიგით მეორე ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შეხვედრის ოქმს, რომელშიც ასახულია, როგორც მხარეთა პოზიციები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირთა შეთანხმების თანახმად, ერთობლივი საბაჟო კომიტეტის სამუშაო შეხვედრები იმართება წელიწადში ორჯერ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)