|
2019-11-08 14:31:35, 1494 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთში „შუა დერეფნის“ განვითრების შესაძლებლობები განიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს, ლი სიაოპენგს შეხვდა. ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე. მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო კავშირების, მათ შორის ,,ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის განვითარების საკითხებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია სარკინიგზო - მულტიმოდალური გადაზიდვების შემდგომი განვითარებითა და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის (Middle Corridor) გავლით რეგულარული ბლოკ - მატარებლების ინტენსივობის გაზრდით. ამ მხრივ ლიანიუნგანგის პორტიდან სტამბულის მიმართულებით რეგულარული მატარებლის მიმოსვლის დაწყება, შუა დერეფნის განვითარების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია. იმ ღონისძიებებზე საუბრისას, რაც შუა დერეფნის პოპულარიზაციის მიმართულებით ხორციელდება, ყურადღება გამახვილდა უკრაინასთან პირდაპირი საკონტეინერო გემის მიმოსვლის დაწყებაზე, რაც საქართველოს რკინიგზის ინიციატივით განხორციელდა ისევე როგორც კონსტანცასა (რუმინეთი) და ბათუმის პორტებს შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის დაწყება. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობების გაზრდაზე აქტიურად იმუშავებს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)