|
2019-11-07 12:48:49, 1642 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს შუა დერეფნის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს
„შანხაის ფორუმზე გამოსვლისას, მომეცა საშუალება, რათა მსხვილი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაოდენ მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება ქვეყნის მთავრობისგან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო, თუ სახმელეთო. ყველა ეს დიდი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, განიხილება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ჭრილში, არამედ მას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მთლიანად შუა დერეფნისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც მოხსენება გააკეთა ფორუმზე „საერთაშორისო ლოგისტიკის ახალი შესაძლებლობები". ფორუმი შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიმართა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჩინეთის უდიდესი გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომ მათ აღნიშნული დერეფნისა და მასში არსებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით ტვირთები მიაწოდოს ევროპის ბაზარს და პირიქით მიიღონ ევროპული ტვირთები ჩინეთისთვის. „დღეს ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ და დავრწმუნდით, როგორია აბრეშუმის გზა მოქმედებაში და რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს და მის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შუა დერეფანი, რომლის მონაწილეც არის საქართველო, არის სარტყელისა და გზის ინიციატივისა და ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)