11:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 18:57:07, 3383 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი მამალაძე - იმედს გამოვთქვამ, გათავისუფლების შემდეგ საშუალება მექნება, რიგ საკითხებზე პოზიცია დავაფიქსირო

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წმინდა სინოდის მიერ მისი შეწყალების შუამდგომლობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

წერილში, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა გააცნო, მამალაძე წერს, რომ უფლის მადლიერია და იმედს გამოთქვამს, გათავისუფლების შემდეგ რიგ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება.

 „მადლობას ვუხდი სული წმინდა ღმერთს, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიაღებინა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს ამ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ საშუალება მექნება დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით“, - წერს მამალაძე.

რაც შეეხება მეუფე პეტრესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, დეკანოზის თქმით, მისთვის ეს საკითხი უაღრესად მძიმეა.

„ამავდროულად, ჩემთვის სინოდი და სინოდის შემდგომ განვითარებული მოვლენები დაკავშირებული მიტროპოლიტ პეტრესთან არის უაღესად მძიმე და ვიმედოვნებ, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა“, - წერს გიორგი მამალაძე.

შეგახსენებთ, საპატრიარქო პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების შესახებ შუამდგომლობით მიმართავს. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გამართულ სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics