13:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-31 17:39:07, 2284 ნახვა

კომენტარი
მეუფე სტეფანე - მეუფე პეტრე პატრიარქს მივარდა, მღვდელმთავრები ჩაუდგნენ წინ

„მეუფე პეტრე პატრიარქს მივარდა, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ“, - ამის შესახებ მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) განაცხადა.  

მისი თქმით, მეუფე პეტრე პატრიარქს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მღვდელმთავრებმა მის განყენებას მხარი დაუჭირეს.

"როდესაც ეს განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა, მან დაინახა რომ მისი საქმე ცუდადაა, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი. ამის შემდეგ, რომ მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ”, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, დღეს სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მეუფემ სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და განაცხადა, რომ „ეკლესიაში მამათმავლობის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დასაჯეს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics