20:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 17:34:28, 2336 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ინფრასტრუქტურისა და საფინასო სამსახურებს შეხვდა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მერიის საფინანსო და ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს 2019 წლის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 162 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.მათ შორის 76 ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებშია დაგეგილი, რომელთა საერთო დაფინანსება 6365480 ლარს შეადგენს. მათგან 45 ინფრასტრუქტურულ პროექტზე სამუშაოები უკვე დასრულებულია, 31 ღონისძიებაზე მიმდინარეობს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 86 ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდება, რომელთა საერთო დაფინანსება 76 0000 ლარია.

ფრიდონ ფუტკარაძემ, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაჩქარების, ყველა პროექტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ხარისხიან შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 შეხვედრაზე, ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს სხვა შემხვედრი საკითხები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics