22:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 17:01:31, 2082 ნახვა

კომენტარი
მეზურნიშვილი: დასავლური მედიაც აღნიშნავს, რამხელა გამოცდილება აქვს გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს

„ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, განცხადებებს, რომლებიც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში გააკეთა, დასავლეთში პოზიტიური შეფასებები უკვე მოჰყვა.

„მისასალმებელია, რომ პირველ ნაბიჯებს და განცხადებებს, რომლებიც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში გააკეთა, უკვე მოჰყვა პოზიტიური შეფასებები დასავლეთში. „ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი წერს, რომ გიორგი გახარიას, რომელსაც ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიჰყავს რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების გარეშე, საკუთარი ხალხი, ამერიკა და ევროპა გვერდში უნდა დაუდგეს. ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრს „რთული გზა ელის წინ, მაგრამ მას ამ გზის გავლის უნარი აქვს და ამისთვის თავისი ერის, ევროპისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება“. დასავლური მედიაც აღნიშნავს, რამხელა გამოცდილება აქვს გიორგი გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს. განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება მისი წარმატებული საქმიანობა ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში“, - აღნიშნავს მეზურნიშვილი.

ცნობისთვის, გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში. სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობაზე საუბრობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics