23:44 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 13:24:21, 3005 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს და R2-ის გაკოტრება გვარამიას დააბრალოს

ჟურნალისტის ნოდარ მელაძის ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის საგამოძიებო უწყებაში დაბარების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, უწყებაში მედია საშუალებების წარმომადგენლების დაბარება მათზე ზეწოლის მცდელობა.

"ნოდარ მელაძე დაბარებულია მოწმის სახით გამოკითხვაზე, პრინციპში კითხვები იქნება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, რაც იქამდე ქონდათ ზაალ უდუმაშვილთან და გიორგი ლაფერაშვილთან და რაზეც საუბრობდა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, როდესაც ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. საბოლოო ჯამში ბუნებრივია სასაცილოა ეს ყველაფერი და თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ნოდარ მელაძის დაბარებით საინფორმაციო გამოშვებებში ტონი შერბილდება ან რაღაცა შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკაში, ძალიან ცდება. გარდა ამისა პროკურატურა შეეცდება, რომ ამ მიმართულებითაც ნიკა გვარამიას ბრალის დამძიმება მოახდინოს",- განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადვოკატის შეფასებით, გამოძიების მიზანი, "მთავარი არხის" განეიტრალება და "რუსთავი2"-ის  გაკოტრების ნიკა გვარამიასთვის გადაბრალებაა.

"ფიზიკურად შეუძლებელია ვისაუბროთ სამართლებრივ მხარეზე, იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს, უბრალოდ პროკურატურა ცდილობს საქმე შეთითხნოს. მიზანი არის "მთავარი არხის" განეიტრალება და "რუსთავი2-ის" გაკოტრების დაბრალება, რაც აუცილებლად მოხდება და ხელისუფლება შეეცდება ეს ნიკა გვარმიას დააბრალოს, წარმოაჩინოს თითქოს ხელისუფლების სურვილი არაა "რუსთავი 2"-ის გაჩუმება და გაკოტრება", - აღნიშნა საძაგლიშვილმა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics