00:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 18:15:34, 2146 ნახვა

კომენტარი
გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ სებ-თან კოორდინაციით, რომ დავიცვათ ლარის კურსი და ფასების სტაბილურობა

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ, როგორც ლარის კურსი ასევე ფასების სტაბილურობა, რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ნაბიჯი რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გადადგა, სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან. 

„ამ ნაწილში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სრულად გვესმის და ვიაზრებთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცვლითი კურსი და მასთან დაკავშირებით ფასების ზრდა. ის რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, ის ნაბიჯები რაც გადადგა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებისთვის - ჩვენ მთავრობა ამ ნაბიჯს სრულად მიესალმება და მხარს უჭერს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად სრული კოორდინაციით დავიცვათ, როგორც ლარის კურსი ასევე ფასების სტაბილურობა. რამეთუ გვესმის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობს, რომ ეს განხორციელდება სრული კოორდინაციით ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. დღეს ის ნაბიჯი რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან და რა თქმა უნდა ჩვენ შემდგომ უკვე ბიზნესთან სრული კომუნიკაციით გავაკეთებთ ყველაფერს რამეთუ ის იაფი რესურსი გამოთავისუფლებული, რომელიც საბანკო სექტორმა უკვე შეუძლია მიაწოდოს ეკონომიკას ეფექტურად იყოს ათვისებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics