01:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 14:58:45, 2682 ნახვა

კომენტარი
ჰანი: ჩვენთვის საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა და გვინდა ეს სტატუსი მომავალშიც შენარჩუნდეს

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს. 

როგორც ევროკომისარმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიული წინსვლა გააგრძელოს. მისივე თქმით, საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციას იკავებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. 

"ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო მეგობრები და პარტნიორები არიან. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორობა უნდა გაღრმავდეს, ისეთი პოტენციალის გამოყენებით, რომელიც მომდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით. 

ევროკავშირი რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიოროად. შევთანხმდით, რომ ძალისხმებვა უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის მიმართულებით. არსებული პროცესი, რომელიც მოსამართლეების დანიშვნისა და შერჩევის საკითხს ეხება, ევროპის ყველა ქვეყნის ყურადღების ცენტრშია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ყველა რეკომენდაცია შესრულდეს და ეს იქნება გარანტი, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით განვითარდება. საქართველო ჩვენთვის არის მოწინავე ქვეყანა რეგიონში და გვინდა რომ ეს სტატუსი მომავალში შენარჩუნდეს. ეჭვი არ მაქვს ეს ასეც იქნება. ასევე უცვლელი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირისგან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ჟენევის ფორმატმა იმუშავოს და მასში რუსეთი იყოს ჩართული. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და გაერთიანებული", - განაცხადა ევროკომისარმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics