03:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 17:39:25, 2566 ნახვა

კომენტარი
ლომია კვიციანზე - მისდევდნენ და უსტვენდნენ, შეიძლება ადამიანს ყური დაუზიანდეს

„როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ჯერ ერთი ეს არის ფიზიკური დაზიანება, შეიძლება მას დაუზიანდეს ყური“, - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გია ლომია 8 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, როდესაც მის თანაპარტიელ ემზარ კვიციანსა პარლამენტთან შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ლომიამ აღნიშნა, კანონში სასწრაფოდ უნდა მოხდეს ცვლილების შეტანა, რათა შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.

„ის რა ინციდენტიც მოხდა ემზარ კვიციანთან დაკავშირებით, ყველამ კარგად ვიხილეთ ტელევიზიით. სასწრაფოდ არის კანონში ცვლილება შესატანი და უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება. არ უნდა გვეშინოდეს. თუ ვინმე ზეწოლას ახდენს თქვენზე, რომ სიტყვის თავისუფლება გინება ყოფილა, უნდა ავუხსნათ, რომ გინება არის შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება არის კონსტრუქციული კრიტიკის, აზრის გამოხატვა. როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ჯერ ერთი ეს არის ფიზიკური დაზიანება, შეიძლება მას დაუზიანდეს ყური. არ არის პატარა ბავშვი ემზარ კვიციანი. მეორე- როდესაც გოგო აგინებს და პოლიციას რატომღაც მარტო ემზარ კვიციანი მიჰყავს და ის გოგო არ აარიდა იქაურობას, არც იმ „ვაშკაც ბიჭებს“ პოლიცია არ არიდებს, ამას არ ჰქვია დემოკრატია, ამას არ ჰქვია აზრის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ამას ჰქვია შეურაცხყოფის ხელშეწყობა, სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან“, - განაცხადა გია ლომიამ.

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს. აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics