|
2019-08-27 16:18:00, 1568 ნახვა
რეგიონი
ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარაში მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ახალი რეგულაციის შედეგად განახლებული საინვესტიციო პროექტები დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე სამ საინვესტიციო ობიექტზე იმყოფებოდა: შპს "კროსვეისი" - რუმსი, შპს "GIMG" - ე.წ „კემპინსკი" და შპს „ტამ ჯეო" - ბაბილონ თაუერი. როგორც ინვესტორები ამბობენ, ახალმა რეგულაციამ აჭარაში ბიზნეს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და ჯანსაღი გახადა. აჭარის მთავრობის მიერ 1 წლის წინ ამოქმედებული რეგულაციის მთავარი პრინციპია - ბიზნესს მიეცეს განვითარების ახალი შესაძლებლობა და შეფერხებული პროექტები საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში განაახლოს. ამავდროულად, განკარგულების თანახმად, სახელმწიფო აზღვევს თავის საჯარო ინტერესს. აღნიშნული რეგულაციის შედეგად, აჭარაში ბოლო 1 წლის განმავლობაში 30-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი განახლდა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. აჭარის მთავრობის საინვესტიციო გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, განახლებული პროექტების გარდა, არანაკლებ 3 მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტების პორტფელი შეიქმნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)