|
2019-08-23 12:01:49, 1444 ნახვა
რეგიონი
„მასტერ ლიგის“ შუახევის მუნიციპალური ეტაპი დაიწყო
შუახევში, 7x7 ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ,, მასტერ ლიგის" შუახევის მუნიციპალური ეტაპი დაიწყო. ერთმანეთს დაბა შუახევისა და სოფელ წყაროთის გუნდები დაუპირისპირდნენ. გუნდებს შორის შეხვედრა შუახევის გუნდის გამარჯვებით 5:1 დასრულდა. „მასტერ ლიგის" მუნიციპალურ ეტაპში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის სხვა გუნდებიც მიიღებენ. გამარჯვებული გუნდი აჭარის ,,მასტერ ლიგის“ რეგიონულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ,, მასტერ ლიგა“ 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზაციითა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პროექტებში საქართველოს 11 რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო. პროექტის მიზანი ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასთან ერთად, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუნდების რაოდენობამ 212 შეადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)