01:20 - 26 Jun, 2026
|
2019-08-23 10:28:13, 771 ნახვა
რეგიონი
შუახევში წყალმომარაგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 709 000 ლარი დაიხარჯება
მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წელს, სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად შუახევის ბიუჯეტიდან 1 709 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისია სოფელ ცეკვაში იმყოფებოდა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ცეკვაში სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 59 979 ლარი დაიხარჯება, სამუშაოებს შპს ,,ნაციმციმელი“ აწარმოებს. მალე შუახევში 1500-ზე მეტ ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი სასმელი წყლით მომარაგდება. სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ სხეფში და ფურტიოში. მალე დაიწყება სამუშაოები მახალაკიძეებში და დარჩიძეებში, ხოლო სამუშაოები დასრულდა ჩანჩხალოში, ნიგაზეულსა და გორში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)