|
2019-08-20 17:45:34, 856 ნახვა
რეგიონი
კომუნიკაციის ომბუდსმენი შუახევის მოსახლეობას შეხვდა
კომუნიკაციის ომბუდსმენი გვანცა ჩხაიძე კომუნიკაციის ამაღლების მიზნით შუახევის მოსახლეობას, თემის წარმომადგენლებს და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ. ომბუდსმენის წარმომადგენელმა შეხვედრაზე მსმენელებს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციები და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები გააცნო. აგრეთვე ისაუბრა პროვაიდერი კომპანიების ვალდებულებებზე, პრობლემების შემთხვევაში საჩივრის/განცხადების განხილვის წესებსა და ვადებზე. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს, ტელეკომუნიკაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ცოდნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოსახლეობისთვის და პრიორეტიტულია საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურდიული დახმარების სამსახური. სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა გააცნო, ისაუბრა უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)