07:40 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-17 13:41:38, 1499 ნახვა

პოლიტიკა
თალაკაძე: მოვა დრო, როდესაც მავთულხლართები და ღობეები უბრალოდ ანაქრონიზმი გახდება

 „იმის მაგივრად, რომ ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ, საიდან მოდის ოკუპაციის პრობლემა, გამოდიან და საკუთარ სახელმწიფოს ესვრიან ტალახს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, მოვა დრო, როდესაც მავთულხლართები და ღობეები დროსთან შეუთავსებელი გახდება

„დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ეს მავთულხლართები, ეს ღობეები გახდება ანაქრონიზმი და შეუთავსებელი დროსთან.

ხელისუფლებამ გადავდგით ყველა საჭირო ნაბიჯი, ყველა შესაძლო ნაბიჯი, დაწყებული დიპლომატიურ კორპუსთან კომუნიკაციით - მათი ჩაყვანით ადგილზე, დასრულებული საერთაშორისო მექანიზმების - ცხელი ხაზის და სადამკვირვებლო მისიების გამოყენებით, რათა ის პროცესი, რამაც გამოიწვია სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, შეჩერებულიყო. ამ მომენტისთვის, ეს არის შეჩერებული.

მის მაგივრად, რომ ჩვენი ოპონენტები და სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფები საუბრობდნენ, საიდან მოდის ეს ოკუპაციის პრობლემა, თუ რა სჭირდება საქართველოს, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა მომავალში და მოაგვაროს მშვიდობიანად, ეს ადამიანები გამოდიან და სხვდასხვა ადგილებში დაკავებულები არიან იმით, რომ საკუთარ ხელისუფლებას და საკუთარ სახელმწიფოს აკრიტიკებენ და ესვრიან ტალახს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics