05:42 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-10 20:29:49, 1632 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - გუშინ მე მოვედი ჩაჯმული შარვლით, დღეს ასეთია პროკურატურა

"გუშინ მე მოვედი "ჩაჯ*ული" შარვლით, დღეს ასეთია პროკურატურა", - ამის შესახებ, რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე მოვედი გუშინ განსხვავებული, ჩაჯმული შარვლით და დღეს ზუსტად ეგეთია საქართველოს პროკურატურა. მას უნდა შემოეტანა 500 ათას ლარიანი გირაო და ეს ვიცოდით, მაგრამ შემოიტანა 80 ათასიანი გირაო. საერთოდ რატომ შემოიტანა გირაოს შუამდგომლობა ეს არავინ არ იცის. როდესაც ბრალდებული აცხადებს, რომ ის არ გადაიხდის გირაოს, პროკურატურა ვალდებულია თუ მას სჭირდება, ისეთი აღმკვეთის ღონისძიება შემოიტანოს რომელიც უზრუნველყოფს მის მიზენებს, ამ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი პატიმრობა. მაგრამ როგორი შარვალი მეცვა (მიმართავს ჟურნალისტებს. რედ) ზუსტად ეგეთია პროკურატურა. "  - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics