09:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 18:34:13, 2143 ნახვა

კომენტარი
თურნავა: შინაგანი რწმენა მაქვს, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება - შეგიძლიათ გვენდოთ

„გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება,  მე ასეთი რწმენა მაქვს შინაგანი, შარშანაც ჩემმა შინაგანმა რწმენამ აბსოლუტურად გაამართლა“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კითხვას იმის თაობაზე, მოსალოდნელია თუ არა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა.

თურნავას განცხადებით, საქსტატის მონაცემების მიხედვით, ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით არათუ ინფლაცია, არამედ დეფლაცია მოხდა.

„საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით მინდა ვთქვა, რომ ივლისის თვეში სრული წლიური  ინფლაციის დონე არის 4.6%, რაც ზომიერი მაჩვენებელია და უფრო მეტიც - თამბაქოს პროდუქტების გამოკლებით, და იქ იცით, რომ აქციზის გაზრდამ იქონია გარკვეული ზემოქმედება, ინფლაციის დონე 3.9%-ია, ანუ, საკმაოდ დაბალი. უშუალოდ, ივლისის თვეში, წინა თვესთან შედარებით, დეფლაცია მოხდა.  ასე რომ მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს - გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება.  მე ასეთი რწმენა მაქვს შინაგანი, შარშანაც ჩემმა შინაგანმა რწმენამ აბსოლუტურად გაამართლა. შარშანაც, ახალ წლამდე იყო მცდელობა და სხვადასხვა განცხადებები, წამოძახილები, რომ გაზის ფასი გაიზრდება, ტარიფები გაიზრდება და ეს არა თუ არ გამართლდა, არამედ, გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics