|
2019-08-02 11:41:39, 1250 ნახვა
კომენტარი
გვარამია: ნინო ნიჟარაძის ადვოკატი საადვოკატო პროსტიტუციით ოდითგანვე იყო დაკავებული
„საშუამავლო კომპანიების გარეშე კომერციული კომპანიები რეკლამით არ ვაჭრობენ“, - ასე უპასუხა პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულმა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს ტელევიზიის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელის შესახებ დასმულ კითხვაზე. გვარამია აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია და ტელევიზიის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელი ნინო ნიჟარაძე, ამ საკითხში ვერ ერკვევიან, რადგან არ იციან, როგორ მუშაობს ტელევიზია. „ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ხომ იცით ვინც არის: შევარდნაძის დროს ეწეოდა საადვოკატო პროსტიტუციას, ნაციონალური მოძრაობის დროს ეწეოდა საადვოკატო პროსტიტუციას და დღესაც ეწევა საადვოკატო პროსტიტუციას. პროსტიტუციის ასეთი ხშირი მოხმარების ადგილი არის სხვაგან, უთხარით და აუხსენით მაგ ადვოკატს. რაც შეეხება საშუამავლო კომპანიებით ვაჭრობას - საშუამავლო კომპანიების გარეშე კომერციული კომპანიები არ ვაჭრობენ რეკლამით, ანბანია კომერციული ვაჭრობის, თუ ბატონ სალიას ან ქალბატონ ნიჟარაძეს ეს არ ესმით, ჩემთვის გასაგებია - რადგან არც ერთმა და არც მეორემ არ იცის რა არის ტელევიზია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)