|
2019-07-27 19:06:44, 2987 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრის გახსნა და პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო ბათუმში
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონული ავტო სერვის ცენტრის გახსნას დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მაღალტექნოლოგიური ცენტრი კიდევ უფრო დაეხმარება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და ხელს შეუწყობს დასაქმებას. „იმ სატრანზიტო პოტენციალისთვის, რაც გვაქვს და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მომსახურების კუთხით მაღალტექნოლოგიური სერვის ცენტრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აქ 200-მდე ადამიანი უკვე დასაქმდა და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აღნიშნული ფილიალი თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილი მომსახურების ცენტრია საქართველოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. ფილიალში მომსახურების 45 უბანია და დღეში 200-მდე ავტომობილის მიღებას შეძლებს. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი - თეგეტა აკადემია. ღონისძიების ოფიციალური ცერემონიის ნაწილი იყო საავტომობილო ექსპო, რომელიც მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. აქ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები - Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)