|
2019-07-26 19:11:45, 3151 ნახვა
ეკონომიკა
რუსეთის ტუროპერატორები საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ სუბსიდირებულ ფრენებზე უარს ამბობენ
რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს ერევნის გავლით საქართველოს სუბსიდირებულ სატრანზიტო ფრენების ვაუჩერს არ შესთავაზებენ, - ამის შესახებ რუსეთის ტურინდუსტრიის პრესმდივანმა ირინა ტურინამ "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ტორინამ განმარტა, "არსებობს რეკომენდაციები, რომ საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვისგან თავი შეიკავონ". "ეგვიპტის მაგალითზე ჩვენ გვახსოვს, რომ ტურბიზნესს ამ ქვეყანაში პირდაპირი რეისების გარეშე ტურების გაყიდვის საშუალებას მესამე ქვეყნის გავლითაც კი არ აძლევდნენ, მაგალითად, სტამბოლიდან ან ბელორუსიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მათ უცხოური ავიახაზები მოემსახურებოდნენ, რომლებსაც აკრძალვა ფრენებზე არ ჰქონდათ", - განაცხადა ირინა ტორინამ. მან აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ეს ვარიანტი დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის იყოს მისაღები, რომლებიც საქართველოში ერევნის გავლით ჩავლენ. ტორინამ დასძინა, რომ მაშინ, როდესაც რეკომენდაციები არსებობს, ტუროპერატორები ასეთ შეთავაზებებს არ გაყიდიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)