|
2019-07-26 17:14:55, 1958 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო
სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. ახალი სკვერი, სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა ამჯერად, მესამე მასივში მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 300 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, სკვერი და სპორტული მოედანი მესამე მასივის მე-4 კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარედ გაიხსნა. სკვერის ტერიტორიაზე განთავსებულ ფიტნეს ზონაში 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა სხვადასხვა საბავშვო გასართობი ატრაქციონი, საბაღე სკამები და ურნები. სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტის ფარგლებში, ახალი სპორტული მოედანი 520 კვ.მ ფართობზე განთავსდა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი შშმ პირთათვის ადაპტირებულია და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე დამონტაჟდა ფეხბურთისა და კალათბურთის ფარები, მოეწყო გარე განათების სისტემა. სკვერის, სპორტული მოედნისა და ფიტნეს ზონის მოსაწყობად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 184 860 ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს სამგორის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე უკვე რვა სპორტული მოედანი, ოთხი სკვერი და 26 ფიტნეს ზონა მოეწყო.
(NS)
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)