14:50 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-30 13:44:36, 225 ნახვა

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოს სხდომას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა არ დაესწრება.

ბოკუჩავა ამბობს, რომ თბილისში არ იმყოფება და ამის შესახებ პარტია ინფორმირებული იყო. 

დღეიდან პარტიაში მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული რევოლუციური ცვლილებები იწყება -  უნდა ჩაინიშნოს ყრილობის თარიღიც. 

დღეს უნდა იმსჯელონ მმართველი ორგანოს შემადგენლობაზე, მის უფლება-მოვალეობებზე და იმ წესზე, რომლითაც დროებითი მმართველი ორგანო ანუ ბორდი იხელმძღვანელებს. 

ნაციონალური მოძრაობა გეგმავს რეფორმებს, ცვლილებებს. ამისთვის უახლოეს პერიოდში უნდა ჩატარდეს ყრილობა. ყრილობის მოსამზადებებლად კი შეიკრიბება გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო - პოლიტიკური საბჭო, სადაც განხილული იქნება დელეგატების არჩევის წესი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ყრილობაში. მათ შორის შორის გავლილი იქნება ის საკითხები, რომელიც ასევე ყრილობაზე იქნება დასმული. ზოგადად, ვიმსჯელებ ყველა იმ პრობლემურ, აქტუალურ საკითხზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში უკავშირდებოდა არამხოლოდ ქართულ პოლიტიკას, არამედ პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობას". ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გაჟღერდეს. წერილობითი ფორმით მოხდება ამ მიმართვის გაჟღრება, რადგან სააკაშვილს ყოველთვის აქვს სათქმელი"- თქვა გავლენიშვილმა. 

მისი თქმით, წინასწარ ვერ იტყვის ვინ დაესწრება და ვინ არა პოლიტიკურ საბჭოს.  ფავლენიშვილის განცხადებით, ყველა წინასწარ ინფორმირებული იყო, როდფის გამართავდა პარტია შეკრებას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics