13:49 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 14:29:04, 1318 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს თანამშრომლებს ხელფასი „TBC ბანკის“ ბარათზე აღარ ჩაერიცხებათ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს  ხელფასი „თიბისი ბანკის“ ნაცვლად „საქართველოს ბანკში“ ჩაერიცხებათ.

ამის შესახებ ინფორმაცია თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკმპანია „მაესტროსთან“ საუბრისას დაადასტურა.

მისი განცხადებით, „საქართველოს ბანკისგან“ უკეთესი შეთავაზება მიიღეს და ეს გადაწყვეტილება „თიბისის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდება.

„წელს შეიცვალა შემოთავზება, რომელსაც ყოველწლიურად გვაწვდის სხვადასხვა ბანკი. ეს შემოთავაზება, რომელიც მოგვაწოდა „საქართველოს ბანკმა“ მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე ის შემოთავაზება, რომელიც მოგვაწოდა „თიბისი ბანკმა“. არავითარი კავშირი ამას არ აქვს იმასთან, რაც ახლა ხდება მის გარშემო“, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

აღსანიშნავია, რომ  თსუ „თიბისი ბანკთან“ 16 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics