12:52 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-20 12:19:44, 1551 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამები მოიცავს, ბანაკებს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში და ლაშქრობებს თბილისის გარშემო.

ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებს და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. პროგრამები განხორციელდება რამდენიმე ნაკადად.

ბანაკების 4-დღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, საგანმანათლებლო, სპორტულ - კულტურულ  და  გასართობ აქტივობებს.

ლაშქრობის ერთი ნაკადის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს. ლაშქრობის დროს ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით. ლაშქრობები განხორციელდება თბილისის გარშემო.

საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში  ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა   და  აქტიური   დასვენების  ხელშეწყობას  ზაფხულის   პერიოდში. 

საზაფხულო ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, პროგრამა, ლოკაციები, ნაკადების განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ სარეგისტრაციო ბმულზე: www.youthtbilisi.ge 

პროგრამებზე   ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამების  განხორციელების პერიოდი:  აგვისტო - სექტემბერი

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics