13:53 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-30 12:33:25, 259 ნახვა

ეკონომიკა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა

ქართული კერძები მწვადი  და აჭარული ხაჭაპური TasteAtlas-ის მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის შევიდნენ. ეს სერვისის განახლებული რეიტინგის მიხედვით ხდება. რეიტინგის მიხედვით, მწვადი 4.34 ქულით 86-ე ადგილზე იყო, ხოლო აჭარული ხაჭაპური 4.33 ქულით 91-ე ადგილზე.

TasteAtlas-ის მიხედვით, პარაგვაის ვორი-ვორი მსოფლიოში საუკეთესო კერძად არის აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ათეული ადგილიდან სამი იტალიური კერძია.

TasteAtlas-ის მსოფლიოში 10 საუკეთესო კერძი (2025–2026):

პარაგვაი — ვორი-ვორი
იტალია — პიცა ნაპოლეტანა
იტალია — Tajarin al tartufo bianco d'Alba
ინდონეზია — Sate kambing
თურქეთი — Oltu cağ kebabı
საბერძნეთი — Kontosouvli
პერუ — Arroz tapado
სერბეთი — Komplet lepinja
მექსიკა — Quesabirria (Birria tacos)
იტალია — Pappardelle al cinghiale
რეიტინგი ეფუძნება მომხმარებელთა შეფასებებს. სულ 453,720 ადამიანმა შეაფასა 11,781 კერძი, რის შედეგადაც შედგა მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძის სია.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics