22:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 16:17:25, 4187 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის გამო, ათენის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 22 კილომეტრში იყო. 

მსხვერპლის და შესაძლო ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. 

თვითმხილველების თქმით, მიწისძვრის დროს ასობით ადამიანი შენობებიდან გამორბოდა. მაღალი ნაგებობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. 

მედიის ცნობით, 1999 წლიდან ეს პირველი მიწისძვრაა, რომელიც ათენში იგრძნობოდა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics